IMG_9189.jpg

მანაველის სელექცია

ოჯახური მარანი „მანაველი“ დაფუძნებულია 2014 წელს საქართველოში, კახეთის რეგიონში, სოფელ მანავში, სადაც ქვევრის ღვინო მზადდება კარგად შემონახული ქართული ტრადიციებით. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენი ქვევრის ღვინის დაყენებაში მონაწილეობას ღებულობს სამი თაობა: ბაბუა, შვილი და შვილიშვილი.

ტანინებთან, ფენოლურ ნაერთებთან, მის მიმზიდველ თბილ ფერთან ერთად მას გააჩნია ჯიშური მრავალფეროვანი არომატები.იგი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით, სხვადასხვა სამკურნალო თვისებებით და აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს.   

IMG_9151.jpg

რქაწითელი (Reserve)

მანაველის “Reserve“ თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც დაყენებულია ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში. დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით. ტანინებთან, ფენოლურ ნაერთებთან, მის მიმზიდველ თბილ ფერებთან ერთად მას გააჩნია ჯიშური მრავალფეროვანი არომატები. გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებითა და სხვადასხვა სამკურნალო თვისებით. აძლიერებს იმუნიტეტს.

საფერავი (Qvevri)

საფერავი “მანაველი” მზადდება კახეთში, მანავის მიკროზონაში მოკრეფილი, ქვევრში კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. მუქი ბროწეულის ფერი, სასიამოვნო არომატი, გემოზე იგრძნობა ზაფხულის ხილი. მიირთვით ყველთან სალათებთან და ხორცთან.

IMG_9165.jpg
IMG_9141.JPG

რქაწითელი (Premium)

ქვევრის,  კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული თეთრი  მშრალი  ღვინო  ,,მანაველი“ მზადდება ,, რქაწითელის“ წმინდა საღვინე ვაზის ჯიშისგან, რომელის ბიოლოგიური თავისებურებები და ნიშნები უძველეს ჯიშებს მიეკუთვნება.

100 %-ით ნატურალურია. არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

ჩამოსხმულია ფილტრაციის გარეშე. ბოთლის ფსკერზე დასაშვებია მცირეოდენი ლექი.

შეინახეთ 5-20 0C.